ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს უკრაინის ლეგიტიმური და სიმბოლური მოთხოვნა გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
”ეს რთული იქნება, ჩვენ ვიცით, რომ ევროპაში ამ საკითხის ირგვლივ განსხვავებული შეხედულებები არსებობს.
ევროკომისიაზე იქნება დამოკიდებული, რომ შეიმუშაოს პოზიცია, რომლის საფუძველზეც, საბჭო იკისრებს საკუთარ პასუხისმგებლობას.
ევროკავშირის საბჭომ სერიოზულად უნდა განიხილოს უკრაინის სიმბოლური, პოლიტიკური და ლეგიტიმური მოთხოვნა”, – თქვა მიშელმა.
უკრაინამ, ბელარუსში რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პარალელურად, ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა გაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.