ახალი ამბები

ხერსონზე შეტევა დაიწყო

1 მარტი, 2022 •
ხერსონზე შეტევა დაიწყო

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე შეტევა დაიწყეს.

დაახლოებით საათ-ნახევრის წინ ხერსონში (სამხრეთ უკრაინა), რომელიც ყირიმის სიახლოვესაა, ძლიერი აფეთქებების ხმები გაისმა.

როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ, ხმები აეროპორტის მხრიდან მოდიოდა.

თბილისის დროით 05:08 საათისთვის ხერსონის მერმა დაადასტურა, რომ ქალაქზე შეტევა დაიწყო.

მისი თქმით, ხერსონის შემოსასვლელში მოწინააღმდეგემ ბლოგპოსტები აღმართა, თუმცა თქვა, რომ ქალაქის დათმობას არ აპირებს და ხერსონი უკრაინის ძალების კონტროლქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი