ახალი ამბები

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – ჭურვები ტროლეიბუსსა და ეკლესიას მოხვდა

3 აგვისტო, 2023 • 1223
რუსეთმა ხერსონი დაბომბა – ჭურვები ტროლეიბუსსა და ეკლესიას მოხვდა

სამ აგვისტოს, დილით, რუსულმა ძალებმა არტილერიული დარტყმები განახორციელეს ხერსონზე. უკრაინული მხარის ცნობით, ჭურვები მოხვდა ეკლესიასა და ტროლეიბუსს.

ხერსონის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაჭრილია ტროლეიბუსის სამი მგზავრი – დაბომბვისას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეკლესიასთან გადაადგილდებოდა.

დაშავდნენ 39 წლის მამაკაცი და 53 წლის ქალი, ხოლო 74 წლის მამაკაცი დაიჭრა გულ-მკერდის არეში. მან აგრეთვე მიიღო თავის დახურული ტრავმა. „ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან“, – აღნიშნავს პროკუდინი.

გარდა ამისა, ეკლესიაში დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარის ქრობისას შენობაზე მეორე დარტყმაც განხორციელდა. დაშავდა სამაშველო სამსახურის ოთხი თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი