ახალი ამბები

რუსეთმა ხერსონი ზელენსკის ვიზიტისა და მოსახლეობის ევაკუაციისას დაბომბა

8 ივნისი, 2023 • 1096
რუსეთმა ხერსონი ზელენსკის ვიზიტისა და მოსახლეობის ევაკუაციისას დაბომბა

რუსულმა ძალებმა ხერსონს არტილერიით ცეცხლი გაუხსნეს მაშინ, როცა ქალაქში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა. ამავე დროს ქალაქიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობდა.

ზელენსკი ქალაქს ეწვია ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ. აფეთქების გამო დნიპროს ნაპირზე მდებარე დასახლებული პუნქტები დაიტბორა. ზელენსკის ვიზიტისას მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკის ჩასვლის შესახებ საჯაროდ ცნობილი გახდა დაახლოებით ექვსი საათის წინ, ხერსონის დაბომბვის შესახებ კი ცნობები დაახლოებით სამი საათის წინ გამოქვეყნდა.

ამჟამად უცნობია, არიან თუ არა დაღუპულები. ხერსონის პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია დაღუპულებზე, თუმცა შსს-მ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი