ახალი ამბები

„შეაჩერეთ ომი“ – ვერა ბრეჟნევას მიმართვა რუსებს

1 მარტი, 2022 •
„შეაჩერეთ ომი“ – ვერა ბრეჟნევას მიმართვა რუსებს

უკრაინელი მომღერალი, ჯგუფ ВИА Гра-ს ყოფილი წევრი, რუსეთის მოსახლეობას მიმართავს:

„არასდროს დამიყვია ჩვენი ერები. არც მაშინ, როცა ათასობით ადამიანს და ბავშვს ვეხმარებოდი. არც მაშინ, როცა ვმღეროდი, ვეხუტებოდი და მიხაროდა.

დედა და ბებია რუსები არიან. მამა და ბაბუა – უკრაინელები. ორივე ხალხი ჩემი წინაპარია, ჩემი სისხლია. დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. ახლა კი გვიჭირს.

ჩემი გამომწერების 32% რუსია. უბრალოდ, მინდა იცოდეთ სიმართლე. და თუ თქვენ შეგიძლიათ რამის გაკეთება, გააკეთეთ.

ბოლო დრომდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ მეხუთე დღეა, ომში ვართ. სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. სულ უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღები ნადგურდება. განადგურებულია ქალაქების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი შენობები.

ახლა ბავშვებთან ერთად უსაფრთხოდ ვარ. მაგრამ ჩემი მეუღლე და დედა, ასევე, ჩემი უმცროსი დის ოჯახი, კიევში იმალებიან, სარდაფებში, რათა დაბომბვას გადაურჩნენ.

რადგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს კიევში, ჟიტომირში, ხარკოვში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში, ხერსონში, ჩერნიგოვში, ოდესაში, კახოვკაში და სხვა ქალაქებსა და სოფლებში.

და თითოეული უკრაინელი ეხვეწება რუს ჯარისკაცებს – ნუ მოდიხართ, ნუ გვხოცავთ. ამ ომს აზრი არ აქვს. მას არ აქვს გამართლება. მისი გაგრძელება შეუძლებელია. შეაჩერეთ ომი“!

მასალების გადაბეჭდვის წესი