ახალი ამბები

FB-მა წაშალა “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები — “სამართლიანი არჩევნები”

28 თებერვალი, 2022 • 1749
FB-მა წაშალა “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები — “სამართლიანი არჩევნები”

ფეისბუკმა” წაშალა ძალადობრივ და ჰომოფობიურ ტელევიზიასთან, “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს.

“უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის ფეისბუქს შესაბამის მონაცემებს ვაწვდით”, — დასძენს ორგანიზაცია.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

2020 წელს წელს „ფეისბუკმა“ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“.

უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ მიმდინარე წლის აპრილში “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი