ახალი ამბები

ზურაბიშვილი საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე ნიდერლანდების პრემიერს ესაუბრა

27 თებერვალი, 2022 • 1258
ზურაბიშვილი საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე ნიდერლანდების პრემიერს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შედგა საუბარი მასსა და ნიდერლანდების პრემიერ მინისტრს შორის, რა დროსაც, მხარეებმა ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოს ევროპულ პერპექტივებზე.

„მქონდა ძალიან არსებითი საუბარი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რიუტესთან უკრაინაში მოვლენათა ამჟამინდელ განვითარებაზე, პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერასა და საქართველოსა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივებზე“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი