ახალი ამბები

Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მინართულებით

27 თებერვალი, 2022 • 1412
Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მინართულებით

ავიაკომპანია Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მინართულებით, მათ შორის სანკტ-პეტერბურგის, მოსკოვისა და ყაზანის მიმართულებით.

„იმ სანქციების პაკეტის გაგვალისწინებით, რომელზეც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას, თუ ისინი დაგვჭირდება. ამიტომ, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში.

მგზავრებს, რომლებსაც აქვთ ჯავშნები რუსეთის ქალაქების მიმართულებით, შეუძლიათ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია wizzair.com-ზე, ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრს ნომერზე: +380 893 202 532.

ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მუდმივად რჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპის ქვეყნები რუსეთს საკუთარი საჰაერო სივრცეების გამოყენებასაც უკრძალავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი