უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი ესაუბრა ბელარუსელ კოლეგას – ალექსანდრე ლუკაშენკოს, თუმცა განცხადება არ შეიცავს დამატებით დეტალს, თუ რა თემებს შეეხებოდა ორ ლიდერს შორის გამართული საუბარი.
უკრაინას რუსეთი თავს დაესხა, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდანაც.