პოლონეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფის მატჩებს რუსეთთან, უკრაინაში შეჭრის გამო, პროტესტის ნიშნად, აღარ გამართავს.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რუსეთის წინააღმდეგ არ ითამაშებს შვედეთიც, იმ შემთხვევაში, თუ სატურნირო მდგომარეობით შვედეთი და რუსეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ამის შესახებ პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა.
„აღარაა საჭირო სიტყვები, ახლა მოქმედების დროა. რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო, პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს არ სურს ითამაშოს ფლეიოფის მატჩი რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, ის მოლაპარაკებებს აწარმოებს შვედეთისა და ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციებთან, რათა ერთობლივი განცხადებით მიმართონ FIFA-ს.
პოლონეთს რუსეთის წინააღმდეგ მოსკოვში 24 მარტს უნდა ეთამაშა, ამ წყვილში გამარჯვებული კი შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულ გუნდს შეხვდებოდა.