ახალი ამბები

კიევთან ახლოს 9-სართულიან საცოხვრებელი სახლი რუსეთმა დაბომბა

27 თებერვალი, 2022 •
კიევთან ახლოს 9-სართულიან საცოხვრებელი სახლი რუსეთმა დაბომბა

კიევთან ახლოს, ქალაქ ბუჩაში 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს რუსული ჭურვი მოხვდა. ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვლილთა ან დაშავებულთა რიცხვი.

ტელეგრამ არხებში მოქალაქეები ავრცელებენ დაზიანებული სახლის ვიდეოებს. თვითმხილველებიც თქმითაც, მათ არ იციან, მცხოვრებლების მდგომარეობის შესახებ.


მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ომის მესამე დღეს ბრძოლები მიმდინარეობდა იქ, სადაც ისინი დაიწყო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტრის შეჩერებას ახერხებენ და მათ წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.

უკრაინის შესახებ სიახლეები ლაივ რეჟიმში წაიკითხეთ აქ:

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი