ახალი ამბები

დღეიდან უკრაინის მიმართულებით ზარები უფასოა – Silknet

27 თებერვალი, 2022 • 1476
დღეიდან უკრაინის მიმართულებით ზარები უფასოა – Silknet

სილქნეთი ამბობს, რომ დღეიდან მომხმარებლები უკრაინაში დარეკვას უფასოდ შეძლებენ.

უკრაინაში უფასოდ დარკვა, შეიძლება როგორც სილქნეტი მობილური, ასევე ფიქსირებული ქსელიდან. დარეკვისას მომხარებელმა უნდა აკრიფოს:

  • მობილურიდან +380 ან 00 380
  • ფიქსირებული ქსელიდან 00 380 ან 1016 00 380


მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ომის მესამე დღეს ბრძოლები მიმდინარეობდა იქ, სადაც ისინი დაიწყო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტრის შეჩერებას ახერხებენ და მათ წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი