უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მესამე დღეს პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს იქ, სადაც ისინი დაიწყო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტრის შეჩერებას ახერხებენ და მათ წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.
“პოზიციური ბრძოლები მიდის. ომის მესამე დღეა და პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს იმავე რეგიონებში, სადაც დაიწყო. ესენია: ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუმი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი — ეს იგივე ბრძოლებია და იმავე ადგილებში, რაც იყო სამი დღის წინ“, — განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, სიტუაცია მწვავდება კიევში მხოლოდ კიევში იმის გამო, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა დედაქალაქში იმყოფება.
„რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩამოგდება, რაც შეიძლება გაკეთდეს კიევში. უკრაინის ხელმძღვანელობა კიევშია, ის არსად წასულა და არსად წავა“, — დასძინა პოდოლიაკმა.
მე-3 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).