ახალი ამბები

რუსეთის SWIFT-დან გათიშვის  ტექნიკური მზადება დაიწყო – კულება

26 თებერვალი, 2022 • 939
რუსეთის SWIFT-დან გათიშვის  ტექნიკური მზადება დაიწყო – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვისთვის  ტექნიკური მზადება დაიწყო.

მისი თქმით, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის გაფორმებული, თუმცა მის მისაღებად მზადება უკვე დაიწყო.

„დაწყებულია ტექნიკური მზადება გადაწყვეტილების მისაღებად და ამ სანქციის განსახორციელებლად.  უკრაინული დიპლომატიის მთელი ვერტიკალი მუშაობდა – უკრაინის პრეზიდენტიდან უკრაინის საელჩოს ატაშემდე.

მადლობა ასევე ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით უკრაინულ დიასპორას, რომლებიც ახორციელებენ ზეწოლას თავიანთ მთავრობებზე, რათა მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. უკრაინელი დიპლომატები ამ გამარჯვებას უკრაინის ყველა დამცველს უძღვნიან“, – წერს კულება.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ევროკავშირის ყველა ქვეყანა უჭერს მხარს, თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება გერმანიისა და უნგრეთის მხარდაჭერა.

რა არის SWIFT, საიდანაც კიევი რუსეთის გათიშვას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი