უკრაინული მედიის მხარდასაჭერად თანხასა და სხვადასხვა აღჭურვილობას აგროვებენ.
აქცია წამოიწყეს „The Fix“-მა, უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედიის განვითარების ფონდმა“, ნიდერლანდურმა ორგანიზაციამ „Are We Europe“ და მათმა მედიაპარტნიორებმა.
მათი თქმით, უკრაინელ ჟურნალისტებს ამ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდებათ:
- აღჭურვილობა, მოვლენების უსაფრთხოდ გაშუქებისთვის (ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები და ა.შ.);
- ლოგისტიკური დახმარება ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისთვის;
- ფულადი დახმარება საქმიანობის გაგრძელებისთვის;
- დახმარება ოპერაციების ნაწილის საზღვარგარეთ გადატანისთვის, რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება;
მათ, ვისაც დახმარება შეუძლია, უნდა მიმართონ ორგანიზატორებს შემდეგი ელ.ფოსტის მისამართებზე: @newsroom@thefix.media, zakhar@thefix.media, jakub@thefix.media, mariialeonova.work@gmail.com.
ამასთან ერთად, ჩაშვებულია გლობალური კრაუდფანდინგი. თანხის გადარიცხვა ბმულზე შეიძლება.