ახალი ამბები

ხერსონის თავზე უკრაინის დროშაა – ქალაქის მერი

26 თებერვალი, 2022 • 1262
ხერსონის თავზე უკრაინის დროშაა – ქალაქის მერი

სამხრეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ხერსონს უკრაინა აკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, იგორ კოლიხაევმა დღეს, 26 თებერვალს, დილას გაავრცელა.

“ხერსონის თავზე უკრაინული დროშაა! ქალაქი ცხოვრობს და მუშაობს. 06:30 საათზე პირველი ტროლეიბუსები გამოვიდნენ ქალაქში. ქალაქის მცირე დასუფთავებაც მოვახერხეთ.

პროდუქტებისა და პურის პრობლემას ვაგვარებთ. განახლებული ინფორმაციისთვის ქალაქის საკრებულოს ოფიციალურ გვერდს მიმართეთ.

წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. გრაფიკით მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციები ყალბია. ყველა ავარიის დროულად აღმოფხვრას ვცდილობთ.

გუშინ ორი ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფარში. ჩვენი ექიმები მზად იყვნენ და ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა როგორც დედებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ჩვენ ვიცოცხლებთ”, – წერს ქალაქის მერი ფეისბუკზე.


რა ხდება უკრაინაში, სადაც მესამე დღეა შეიჭრა რუსეთი და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს?

მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
  • შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა 26 თებერვლის ღამეს ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს EU-ს წევრი – პოლონეთის პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი