ახალი ამბები

რუსეთს ევროპის საბჭოში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა

25 თებერვალი, 2022 • 1344
რუსეთს ევროპის საბჭოში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა

რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა.

ეს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე მიიღეს. მე-8 მუხლის თანახმად, „ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელმაც სერიოზულად დაარღვია მე-3 მუხლი (კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპი), შეიძლება შეუჩერდეს წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტის მიერ მოეთხოვოს გასვლა მე-7 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, კომიტეტს შეუძლია შეუწყვიტოს მას საბჭოს წევრობა, კომიტეტის მიერ დადგენილი დღიდან“.

დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილედ.

ასევე, რუსეთის ფედერაციის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არჩეული მოსამართლეები რჩებიან სასამართლოს წევრად და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოტანილი განაცხადები კვლავ განიხილება სასამართლოს მიერ. ევროპის საბჭოს აცხადებს, რომ შეჩერება არ არის საბოლოო, არამედ დროებითი ღონისძიება, რის გამოც კომუნიკაციის არხები ღიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი