ახალი ამბები

უკრაინული მხარის თანახმად, გაანადგურეს მტრის 2800-მდე ჯარისკაცი

25 თებერვალი, 2022 • 2636
უკრაინული მხარის თანახმად, გაანადგურეს მტრის 2800-მდე ჯარისკაცი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღის სამი საათის მონაცემებით, რუსული აგრესიის დაწყებიდან, გაანადგურეს მტრის 2800-მდე ჯარისკაცი.

უწყების ცნობით, განადგურებული ტანკების რიცხვი 80-ს აღწევს.

ასევე გაანადგურეს მოწინააღმდეგის 516 საბრძოლო მანქანა, 10 თვითმფრინავი და 7 ვერტმფრენი.

რუსეთის მხარის ცნობით, რუსულ მხარეს დანაკარგები არ აქვს.

რუსეთი უკრაინას 24 თებერვალს დაესხა თავს. ამჟამად მტერი კიევის აღებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი