ახალი ამბები

კიევში უკრაინელ მოხალისეებს 18 000 ავტომატი დაურიგეს

25 თებერვალი, 2022 • 3033
კიევში უკრაინელ მოხალისეებს 18 000 ავტომატი დაურიგეს

დედაქალაქთან რუსული ძალების მიახლოების პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა წინ აღუდგნენ მოწინააღმდეგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველ ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევში მოხალისეებს 18 000 ავტომატი გადასცეს.

“უკრაინული სამხედრო ტექნიკა შემოდის კიევში მის დასაცავად. მე ვთხოვ კიევის ყველა მცხოვრებელს – გთხოვთ, არ გადაიღოთ სამხედრო კოლონა, არ გადაიღოთ მისი მოძრაობები. ეს აუცილებელია ჩვენი ქალაქის დასაცავად.”

უკრაინის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები მოუწოდებენ კიევის მოსახლეობას, შეატყობინონ რუსული ჯარის გადაადგილების შესახებ, დაამზადონ მოლოტოვის კოქტეილები და გაანეიტრალონ მტერი.

რუსეთი კიევის დედაქალაქის დაკავებას ცდილობს. ქალაქის თავდაცვით ფაზაში გადასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა კიევის მერმა – ვიტალი კლიჩკომ.

ფოტო გარეკანზე: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი