ახალი ამბები

ზელენსკი შვედეთს სამხედრო მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

25 თებერვალი, 2022 • 4741
ზელენსკი შვედეთს სამხედრო მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთს მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის.

„შვედეთი უზრუნველყოფს სამხედრო, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინისთვის. მადლობელი ვარ შვედეთის პრემიერ-მინისტრის მისი ეფექტური დახმარებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ანტირუსული საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს.

ქვეყანაში ბრძოლები უკვე მეორე დღეა გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი