ახალი ამბები

უკრაინის არმიამ მტერს ხერსონის ხიდამდე დაახევინა – CNN

25 თებერვალი, 2022 • 1457
უკრაინის არმიამ მტერს ხერსონის ხიდამდე დაახევინა – CNN

CNN-ის ცნობით, უკრაინულმა არმიამ ქალაქ ხერსონში მოწინააღმდეგეს  უკან დაახევინა და ამჟამად რუსები ხიდს მიღმა არიან განთავსებული.

ხერსონის ხიდი მოინახულა CNN-ის ჯგუფმა, რომლის თანახმადაც, ხიდზე აფეთქების შედეგად შეიმჩნევა 4 დიდი ჩაღრმავება, 10 მიტოვებული უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი და რამდენიმე გარდაცვლილი, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინელებმა შეძლეს რუსების ხიდს მიღმა განდევნა.

ჯგუფის თანახმად, ახლა რუსები ხიდს მიღმა იკავებენ პოზიციებს.

უკრაინას რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდემიმე მიმართულებიდან დაესხა თავს.

უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეიჭრნენ ოკუპირებული ყირიმიდანაც, რომელიც ხერსონის სამხრეთის მიმართულებით მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი