კომენტარი

სტოკჰოლმის სინდრომი შეგეყრათ? — გონჩარენკო ღარიბაშვილის განცხადებაზე

25 თებერვალი, 2022 • 2168
სტოკჰოლმის სინდრომი შეგეყრათ? — გონჩარენკო ღარიბაშვილის განცხადებაზე

უკრაინის რადის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ეხმაურება უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

„საქართველომ მხარი არ დაუჭირა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რა, სტოკჰოლმის სინდრომი [შეგეყარათ]? პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციების დაწესება ბევრად მეტ ზიანს მიაყენებს მის ქვეყანას. პარლამენტიც კი არ აპირებს რიგგარეშე სხდომის მოწვევას.

მაგრამ ყველაზე მეტად გასაოცარია რეაქცია უბრალო კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად კიევში ჩასვლას. პრემიერის თქმით, უკრაინის თავზე ცა დაკეტილია. არა უშავს, ირაკლი. როცა ომი დამთავრდება და სამხედროების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ ჩვენს თავზე, უკვე შეგიძლია არსად წახვიდე.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩაფრინდა უკრაინას პრეზიდენტი თბილისში, როცა რუსული ტანკები 2008 წელს თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ ამას, თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?“, — კითხულობს ოლექსი გონჩარენკო.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისი თქმით, საქართველო არც სანქციებს შეუერთდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი