ახალი ამბები

რუსული ძალები უკვე კიევის გარეუბანში არიან — The Kyiv Independent

25 თებერვალი, 2022 • 1438
რუსული ძალები უკვე კიევის გარეუბანში არიან —  The Kyiv Independent

დამოუკიდებელი უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent იტყობინება, რომ რუსი სამხედროები კიევის ობოლონის უბანში არიან, სადაც უკრაინელი სამხედროები ამ წუთებში ებრძვიან მათ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ საკუთარი სახლები და მოამზადონ მოლოტოვის კოქტეილები. ობოლონის უბანი კიევის ცენტრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.

კიდევ ერთი უკრაინული მედიასაშუალება RBC იუწყება, რომ ქუჩის ბრძოლები რუს და უკრაინელ სამხედროების შორის მიმდინარეობს კიევის ობოლონისა და კურენევკის რაიონებში.


რუსეთმა უკრაინაში მასობრივი, სასტიკი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. გარდა ამისა, განადგურებულია არაერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი.

რუსეთმა 25 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყო კიევის დაბომბვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი