ახალი ამბები

„ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის“ — ანჯელინა ჯოლი

25 თებერვალი, 2022 • 1002
„ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის“ — ანჯელინა ჯოლი

უკრაინაში რუსეთის სასტიკ საომარ ოპერაციას ინსტაგრამზე გამოეხმაურა ჰოლივუდის ვარსკვლავი და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური ელჩი.

„ბევრი თქვენგანის მსგავსად, ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. მე და ჩემი კოლეგები გაეროს ლტოლვილთა სააგენტოდან ფოკუსირებულები ვართ, რათა უზრუნველვყოთ და დავიცვათ რეგიონში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა უფლებები.

ჩვენ უკვე გვაქვს ცნობები მსხვერპლისა და ადამიანების მიერ უსაფრთხო გარემოს მოსაძებნად საკუთარი სახლების დატოვების შესახებ. ჯერ ძალიან ადრეა იმის ცოდნა, რა მოხდება, მაგრამ ამ მომენტის მნიშვნელობა არ შეიძლება იყოს გადაჭარბებული  როგორც უკრაინელი ხალხისთვის, ისე საერთაშორისო კანონის მმართველობისთვის “ ,— აცხადებს ანჯელინა ჯოლი.


რუსეთმა უკრაინაში მასობრივი, სასტიკი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. გარდა ამისა, განადგურებულია არაერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი.

რუსეთმა 25 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყო კიევის დაბომბვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი