ახალი ამბები

ჩვენს გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია — პუტინი

24 თებერვალი, 2022 • 2571
ჩვენს გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია — პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის გეგმებშია არა უკრაინის ოკუპაცია, არამედ მისი „დემილიტარიზაციია და დენაციფიკაცია”.

პუტინის თქმით, 2014 წელს რუსეთი „ვალდებული იყო დაეცვა ყირიმისა და სევასტოპოლის მცხოვრებლები“, დღევანდელი მოვლენები კი უკავშირდება რუსეთის დაცვას მათგან, ვინც „უკრაინა მძევლად აიყვანეს“ და ცდილობენ, რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ.

„უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანია, დაიცვას ადამიანები, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ დაცინვასა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ. ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციზაციფიკაციის წინააღმდეგ, ისევე როგორც მათი პასუხისგებაში მიცემისთვის, ვინც მრავალი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ.

ამასთან, ჩვენს გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. ძალით არავის არაფერს ვახვევთ თავს“, — აცხადებს პუტინი.

24 თებერვლის დილით რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთმა სამხედრო შეტევა არამხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში წამოიწყო, არამედ იმ რეგიონებშიც, რომლებიც კრემლის მიერ აღიარებული “რესპუბლიკებსაგან’ მოშორებთ მდებარეობენ. მეტიც, რუსეთის ჯაარი უტევს კიევის ოლქსაც, რომელშიც ქვეყნის დედაქალაქი მდებარეობს.

რუსული გამოცემა Новая газета წერს, რომ პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადების ვიდეო, რომელიც ამ დილას გადაიცა, 3 დღის წინ არის ჩაწერილი.

პუტინის ომის გამოცხადების ვიდეო 3 დღის წინაა ჩაწერილი – Новая газета

 

მასალების გადაბეჭდვის წესი