ახალი ამბები

პუტინის ომის გამოცხადების ვიდეო 3 დღის წინაა ჩაწერილი – Новая газета

24 თებერვალი, 2022 •
პუტინის ომის გამოცხადების ვიდეო 3 დღის წინაა ჩაწერილი – Новая газета

რუსული გამოცემა Новая газета წერს, რომ პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადების ვიდეო, რომელიც ამ დილას გადაიცა, 3 დღის წინ არის ჩაწერილი.

გამოცემის თანახმად, სიტყვა, სადაც პუტინი სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე საუბრობს, უკრაინის „დემილიტარიზაციასა“ და „დენაციფიკაციაზე“, ორშაბათს, 21 თებერვალს არის ჩაწერილი.

ამ ინფორმაციას Новая газета კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ვიდეოფაილის პარამეტრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 თებერვლის დილით რუსეთის ფედერაციამ  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

„ჩვენ შევეცდებით უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“, – განაცხადა მან.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

მასალების გადაბეჭდვის წესი