ახალი ამბები

საქართველოში აკრედიტებული ელჩები უკრაინის საელჩოში სოლიდარობის გამოსახატად იმყოფებოდნენ

24 თებერვალი, 2022 •
საქართველოში აკრედიტებული ელჩები უკრაინის საელჩოში სოლიდარობის გამოსახატად იმყოფებოდნენ

საქართველოში აკრედიტებული ელჩები უკრაინის საელჩოში იმყოფებოდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, ისინი უკრაინის ელჩისთვის სოლიდარობის გამოსახატად იმყოფებოდნენ.

„ეს შეხვედრა იყო შესაძლებლობა ჩვენთვის, რათა მოგვესმინა უკრაინელი ელჩისთვის და მოგვეხდინა ჩვენი ღრმა სოლიდარობის დემონსტრირება უკრაინასა და უკრანელი ხალხის მიმართა. გამოვხატეთ მწუხარება და ჩვენი თანაგრძნობა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების მიმართ. ეს არ ეს არაა მხოლოდ უკრაინის ტრაგედია, არამედ მთელი ევროპისთვისაა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


დღეს, 24 თებერვალს, დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი