ახალი ამბები

რუსეთში ომის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს აკავებენ

24 თებერვალი, 2022 • 1231
რუსეთში ომის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს აკავებენ

რუსეთში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აკავებენ.

ეკატერინბურგში პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა. ისინი სხვადასხვა დროს მართავდნენ დამოუკიდებელ აქციებს ომის წინააღმდეგ.

Meduza-ს თანახმად, დაკავებულთა შორის არიან იურისტი სეგეი ტიუნოვი და აქტივისტი ეკატერინა სურსიაკოვა.

დაკავებულებს 150 000-რუბლიანი ჯარიმა ან 30-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

რუსმა პოლიციელებმა მოსკოვში დააკავეს აქტივისტი მარინა ლიტვინოვიჩიც.

მოქალაქეები დააკავეს ტომსკშიც.

მანამდე მოსკოვში დააკავეს აქციის ერთადერთი მონაწილეც, რომელიც უკრაინასთან ომის შეწყვეტასა და ალექსეი ნავალნის თავისუფლებას მოითხოვდა.

რუსეთი უკრაინას 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა თავს.

ფოტო გარეკანზე:Александр Ельняков

 

მასალების გადაბეჭდვის წესი