დღეს, 24 თებერვალს სოხუმში ჩაიყვანეს რუსეთის მიერ დონეცკიდან ევაკუირებული 93 ადამიანი. ოფიციალური ინფორმციით, მათ განათავსებენ სასტუმრო “აიტარში”. პროცესს უძღვება აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ლევ კვიწინია.
“ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებიდან” ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთმა ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 თებერვალს დაიწყო. მაშინვე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზადაა მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად.
პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.