ახალი ამბები

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს – ზელენსკი

24 თებერვალი, 2022 • 1053
უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს – ზელენსკი

პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, უკრაინა წყვეტს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მანამდე ცნობილი იყო, რომ უკრაინა რუსეთთან დიპლიმატიური ურთიერთობების გაწყვეტას განიხილავდა. 

„რუსეთი უკრაინას მუხანათურად დაგვესხა თავს დილიდან, როგორც ეს გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაამატა, რომ, ქვეყანა მზადაა, ყველა მოქალაქეს გადასცეს იარაღი – „ჩვენი მიწის დასაცავად“.

ბრიფინგისას ზელენსკიმ მიმართა რუსეთის მოსახლეობასაც და პროტესტისკენ მოუწოდა ყველას, „ვისაც ჯერ სინდისი არ დაუკარგავს“.

„დროა გამოხვიდეთ და გააპროტესტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – თქვა მან.


დღეს დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — 24 თებერვლის ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი