ახალი ამბები

დაიღუპა 8, დაშავდა 9 პირი – უკრაინის პირველი ცნობები მსხვერპლზე

24 თებერვალი, 2022 • 1542
დაიღუპა 8, დაშავდა 9 პირი – უკრაინის პირველი ცნობები მსხვერპლზე

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის განცხადებით, პირველადი ცნობებით, რუსეთის სამხედრო ქვემედებებს, კერძოდ, დაბომბვას, უკრაინაში ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან თუ არა სამხედრო თუ სამოქალაქო პირები.

BBC კი უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შვიდი ადამიანია დაღუპული,  6 ადამიანი დაიღუპა ოდესის სიახლოვეს, პოდილსკის სამხედრო დანაყოფზე, ერთი ადამიანი კი- ქალაქ მარიუპოლში.

BBC-ის ცნობითვე, უკრაინული პოლიციის თანახმად, 19 ადამიანია დაკარგული.

ამასთან, უკრაინის სახმელეთო ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ხოლო რუსული ჯარები დანაკარგებს განიცდიან.


24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

მასალების გადაბეჭდვის წესი