ახალი ამბები

ჩამოვაგდეთ რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი – უკრაინა

24 თებერვალი, 2022 • 6963
ჩამოვაგდეთ რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი – უკრაინა

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის უახლესი ცნობით, რუსული აგრესიის დაწყების მომენტიდან, უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.

„დამშვიდდით და ირწმუნეთ უკრაინის დამცველების“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთისვე მიერ მართული და დამოუკიდებლად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიმართვის შემდეგ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ოკუპაცია არ იგეგმება, თუმცა გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ იბომბება უკრაინის სხვადასხვა ქალაქები, მათ შორის, კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ოდესა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი