გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმით ვლადიმერ პუტინმა აირჩია „სისხლისღვრისა და ნგრევის“ გზა.
„გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ (რუსეთს)“, – აცხადებს იგი ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთისვე მიერ მართული და დამოუკიდებლად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიმართვის შემდეგ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ოკუპაცია არ იგეგმება, თუმცა გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ იბომბება უკრაინის სხვადასხვა ქალაქები, მათ შორის, კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ოდესა და სხვა.