ახალი ამბები

პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, მსოფლიოს შეუძლია ის შეაჩეროს – კულება

24 თებერვალი, 2022 •
პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, მსოფლიოს შეუძლია ის შეაჩეროს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება  რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას და აცხადებს, რომ მსოფლიოს ამის შეჩერება შეუძლია და ახლა მოქმედების დროა.

მისი თქმით, არის აგრესიის ომი, რომელშიც თავს დაიცავს და გაიმარჯვებს.

„პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშ არის. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა მოქმედების დროა“, – წერს ტვიტერზე კულება.

ცოტა ხნის წინ, 24 თებერვლის გამთენიისას, პუტინმა  უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში „სპეციალური სამხედრო ღონისძიების“ დაწყების შესახებ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი