ახალი ამბები

კალაძემ განმარტოს, რა ირღვევა რაგბის მატჩზე საქართველოსა დაუკრაინის დროშების გამოფენით – ბოკერია

23 თებერვალი, 2022 • 916
კალაძემ განმარტოს, რა ირღვევა რაგბის მატჩზე საქართველოსა დაუკრაინის დროშების გამოფენით – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია კახი კალაძისგან ითხოვს განმარტებას, თუ რა სტანდარტი ირღვევა საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშების გამოფენით.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არაა და ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე დროშების გამოფენას, კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს მხარდაჭერის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით შეუძლია და მთავარია, ეს კანონის ფარგლებში იყოს.

გიგა ბოკერიას თქმით, თუ „ოცნების“ წევრები „შარზე არ არიან“, დროშების გამოფენა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის სწორედ ის ფორმაა, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება და არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არაა.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთქართული ოცნებისერთერთი მთავარი ლიდერის, დედაქალაქის მერის, კახი კალაძის სრულიად აბსურდული განცხადება. მან მოგვიწოდაევროპულ საქართველოს“, სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთო. პოლიტიკა არ ვიცი, რამდენად სწორი ტერმინია ამ კონტექსტში, როცა საუბარია ასეთ აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და იმ აგრესიაზე, რომელიც პუტინმა დააანონსა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც თქვა, რომ ის არ ცნობს სუვერენიტეტს არცერთი იმ ქვეყნის, რომელიც მეზობელია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რუსეთისა.

მინდა ჰკითხოთ კალაძეს ან მერიას, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთევროპული საქართველოამ მოწოდებით, რომ ეროვნული დროშები იყოს გამოფენილი სტადიონზე. ეს სწორედ ის ფორმაა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება, არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ ეს საბაბი იყოს, თუ არ ეძებენ საბაბს. და თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, როგორუფრთხილდებიანამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველო-რუსეთის მატჩზე ოპოზიციისგან მოსალოდნელ „მძიმე პროვოკაციებზე“ ისაუბრა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმაც. მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებები რუსული თამაშის ნაწილია და საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული. ჩიქოვანმა ოპოზიციას მოუწოდა, პარტიული ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები დააყენოს.


ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებებს შორის მატჩი 27 თებერვალს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის მიერ ქვეყანაში ხელახალი შეჭრის რისკისა და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე, ქართველ გულშემატკივართა ნაწილი, – მათ შორის პოლიტიკური პარტიები (მაგ. „ევროპული საქართველო“), – გეგმავს, მატჩს უკრაინის დროშებით დაესწროს.რაგბის კავშირის გადაწყვეტილება, რომ მატჩის პოსტერები უკრაინულად გამოექვეყნებინა, ასევე აღიქმებოდა, როგორც უკრაინის მხარდაჭერის ჟესტი. თუმცა დღისით გამოქვეყნებული პოსტერები გვიან საღამოს განმარტების გარეშე წაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი