ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა სომხეთის ექსპრეზიდენტებზე ძებნა გამოაცხადა

23 თებერვალი, 2022 • 1715
აზერბაიჯანმა სომხეთის ექსპრეზიდენტებზე ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანმა სომხეთის ექსპრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო და მათზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურის სპეციალური გამოძიების განყოფილების უფროსმა, ემილ თაგიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო გამოცემა apa-სთან განაცხადა.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, რობერტ ქოჩარიანსა და სერჟ სარგსიანზე ძებნის გამოცხადება 1988 წლის თებერვლის მოვლენებს უკავშირდება. ბაქოს ვერსიით,  სწორედ აღნიშნულმა პიროვნებებმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხებს  შორის სიძულვილისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მიზნით ორგანიზება გაუწიეს და სტეპანაკერტში ქალაქის დასეწებულებებში ჩაატარეს კრება ეთნიკურად სომეხ თანამშრომლებთან”.

რობერტ ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი; ფოტო: iragir.am

რობერტ ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი; ფოტო: iragir.am

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობითვე, “ქოჩარიანმა და სარგსიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის დარღვევით 1991 წლის 2 სექტემბერს შემოიერთეს ყოფილი შაუმიანის რიაიონი, გამოაცხადეს მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკა და გადასცეს სამხარეო დეპუტატთა საბჭოსა და მის აღმასრულებელ კომიტეტს. ასევე, როგორც ბაქო აცხადებს, მათვე მიიღეს უკანონო  გადაწყვეტილება აღნიშნულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შეწყვეტის შესახებ”.

azatutyun.am-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის პრეზიდენტებისა და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არაიკ არუთუნიანის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის დევნას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა განცხადებით და აზერბაიჯანის “არასამშვიდობო” ნაბიჯები დაგმო:

“აზერბაიჯანი ახალი ძალისხმევით ამძაფრებს საკუთარ ანტისომხურ მრავალწლიან პოლიტიკას”.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის დაპატიმრებას გეგმავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი