ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის დაპატიმრებას გეგმავს

15 თებერვალი, 2022 • 2064
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის დაპატიმრებას გეგმავს

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ბაქო გეგმავს “ე.წ. მთიანი ყარაბაღის  თვითაღიარებული პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის უახლოეს დროში დაპატიმრებას და გასამართლებას”.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის, ნემათ ავაზოვის განცხადებითვე, “არუთუნიანი 2020 წლის ოქტომბერში ქალაქ განჯაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ოთხ ტერაქტის მოწყობაშია ბრალდებული, სადაც 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 175 დაიჭრა”.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ არაიკ არუთუნიანზე უკვე გამოაცხადა ძებნა და იმედოვნებს უახლოეს დროში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გასამართლდება.

2020 წლის ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას, ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ განჯის სამხედრო აეროპორტზე იერიში მიიტანეს სტეპანაკერტის დაბომბვის საპასუხოდ და ეს უნდა ყოფილიყო გაფრთხილება აზერბაიჯანისთვის. თუმცა, ბაქოს მაშინდელი ცნობებით, აეროპორტზე იერიშის დროს ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი