ახალი ამბები

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი პოსტს ტოვებს

23 თებერვალი, 2022 •
სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი პოსტს ტოვებს

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი ვეფხვია რუსია აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად პოსტს ტოვებს.

„მე არ ვიცი, რა ხდება საკრებულოში, რას აკეთებენ ჩემი თანამშრომლები და არ მინდა ვიყო ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, როცა საკუთარი თავის დაცვა პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა მან.

ეს გადაწყვეტილება სენაკის საკრებულოში 9 თებერვალს განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა.

სენაკის საკრებულოში ვითარება 9 თებერვალსაც დაიძაბა – ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოპოზიციონერები და საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები.

დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ოპოზიციონერებმა ცნეს გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, მეოთხე წევრის უფლებამოსილება, რაზეც აპარატის წარმომადგენლებმა პროტესტი გამოხატეს, რადგან ეს ნაბიჯი წესების დარღვევად მიიჩნეს.

აპარატის წარმომადგენლებმა, დაპირისპირების ფონზე, სხდომა დატოვეს.

ვეფხვია რუსიამ დღეს სხდომაზე განაცხადა, რომ სენაკის საკრებულოს კანცელარიაში „დღემდე არ არის დარეგისტრირებული არცერთი სამართლებრივი აქტი 9 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე“, რამდენიმეწუთიანი სიტყვის შემდეგ კი პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სხდომას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ბრიფინგი, სადაც „ქართული ოცნების“ სენაკის ოფისის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს მიმართავენ საკრებულოს მიერ 9 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი