სენაკში ავარიას ქვეითად მოსიარულე ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, 20 დეკემბერს, საღამოს საათებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
გოჩა და ნონა ბაღათურიები ქუჩაში მიდიოდნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახათ. ავტოავარიის ამსახველ კადრებში ჩანს, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომობილი როგორ ეჯახება ქვეითებს. ჭავჭავაძის ქუჩა, სადაც ავტოავარია მოხდა, შიდა, ქალაქის ქუჩაა, სადაც არის სავაჭრო ობიექტები, ბაზრობა, საცხოვრებელი სახლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.