ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში დონბასიდან ევაკუირებული მოსახლეობის მისაღებად ემზადებიან

22 თებერვალი, 2022 • 2113
სოხუმში დონბასიდან ევაკუირებული მოსახლეობის მისაღებად ემზადებიან

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ლევ კვიწინიამ სოხუმში, სასტუმრო “აიტარის” დირექტორთან, თემურ ადლეიბასთან დონბასიდან ევაკუირებული მოსახლეობის მიღების საკითხები განიხილა.

გავრცელებული ოფიციალურ ინფორმაციის შესაბამისად, დღევანდელი დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების საცხოვრებელი პირობების, კვებისა და სამეციდინო საჭიროებების უზრუნველყოფის ორგანიზაციულ საკითხებზე.

იქამდე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დონბასის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება ოფიციალურად შესთავაზა. 

18 თებერვალს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა ადგილობრივი მოსახლეობის რუსეთში, როსტოვის მხარეში ევაკუაცია გამოაცხადეს. 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებლად ცნო დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები.

თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერები და რუსეთის ხელისუფლება აცხადებენ, რომ თითქოს, კიევი აღნიშნულ ტერიტორიებზე თავდასხმას გეგმავს. კიევი ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სწორედ აღნიშნული საბაბით დაიწყოს.

ცხინვალში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ცეკვებითა და ავტომსვლელობებით აღნიშნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი