ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია და ბიბილოვი ლუგანსკისა და დონეცკის ლიდერებს აღიარებას ულოცავენ

22 თებერვალი, 2022 • 1404
ბჟანია და ბიბილოვი ლუგანსკისა და დონეცკის ლიდერებს აღიარებას ულოცავენ

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას მათ ლიდერებს, ლეონიდ პასჩნიკსა და დენის პუშილინს ულოცავენ.

გუშინ, 21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებლად ცნო დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები.

“მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა. რუსეთის მიერ მიღებული ეს ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობისა და მშნებლობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლაა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის”.

როგორც ბჟანია ამბობს მილოცვის წერილში, აფხაზეთის მოქალაქეებს, რომელთაც გამოიარეს ომი, კარგად ესმით,  თუ რის ფასად და რა გამოიარეს ამ რესპუბლიკების მცხოვრებლებმა.

“რუსეთის მიერ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება არის გზა თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ, ახალი შესაძლებლობებითა და პრესპექტივებით. ახლა უკვე რუსეთის მიერ არის გარანტირებული უსაფრთხოება “, – წერს ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებისადმი მილოცვის წერილში.

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ცხინვალში საზეიმოდ, ავტომსვლელობებითა და ცეკვის ანსამბლ “სიმდის” გამოსვლით აღნიშნეს.

ცხინვალში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ცეკვებითა და ავტომსვლელობებით აღნიშნეს

რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი