ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 15 644 შემთხვევა, შემცირდა დადებითობა — 17 თებერვალი

17 თებერვალი, 2022 • 815
გამოვლინდა კორონავირუსის 15 644 შემთხვევა, შემცირდა დადებითობა — 17 თებერვალი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 17 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარდა 52 912 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი შემცირდა 29.57%-მდე. 16 თებერვალს ეს მაჩვენებელი 30.59% იყო.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 511 800-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 324 172-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 15 729 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა;
  • აჭარა – 1 109;
  • იმერეთი – 2 342;
  • ქვემო ქართლი – 865;
  • შიდა ქართლი – 946;
  • გურია – 447;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 914;
  • კახეთი – 866;
  • მცხეთა-მთიანეთი – 334;
  • სამცხე-ჯავახეთი – 174;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 259 პირი, მათ შორის, თბილისში – 471, აჭარაში – 139, იმერეთში – 395. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი