ახალი ამბები

19 049 ახალი შემთხვევა და 51 გარდაცვლილი — 15 თებერვალი

15 თებერვალი, 2022 • 949
19 049 ახალი შემთხვევა და 51 გარდაცვლილი — 15 თებერვალი

15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის კიდევ 19 049 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 51 ადამიანი.

დღევანდელი სტატისტიკური მონაცემები მოიცავს არა მხოლოდ ბოლო 24 საათის მაჩვენებლებს, არამედ ბოლო 3 დღის შემთხვევათა ნაწილსაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო 14 თებერვლის მონაცემის ნაწილი 15 თებერვლის მონაცემებთან ერთად გამოქვეყნდებოდა.

ახალი გამოვლენილი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 8 972
  • აჭარა – 1 317
  • იმერეთი – 2 854
  • ქვემო ქართლი – 842
  • შიდა ქართლი – 970
  • გურია – 710
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 272
  • კახეთი – 1 229
  • მცხეთა – მთიანეთი – 446
  • სამცხე – ჯავახეთი – 307
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 130.

ამის გათვალისწინებით, განახლებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სულ დადასტურდა 1 480 841 შემთხვევა, რომელთაგან 1 289 168 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 15 628.

14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის — 32.01%, ხოლო 7 დღის — 32.19%.

მასალების გადაბეჭდვის წესი