ახალი ამბები

14-16 თებერვალს თბილისში ცივი, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

14 თებერვალი, 2022 • 985
14-16 თებერვალს თბილისში ცივი, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლამდე თბილისში ცივი, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სააგენტოს განცხადებით, 4-17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი.

ჰაერის ტემპერატურა, სინოპტიკოსების ცნობით, დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსი იქნება. 14 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ქ. თბილისში 14-16 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი