BBC-ის ყოფილი ჟურნალისტი ენდრიუ ნორსი, რომელიც ავღანეთში, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მისიაში იმყოფებოდა, ქაბულში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე გაავრცელა ნორსის მეუღლემ ნატალია ანთელავამ, რომელიც ასევე ჟურნალისტია.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ქაბულში დაკავებულია მათ მისიაში მომუშავე ორი ჟურნალისტი და რამდენიმე ადგილობრივი, რომლებიც ჟურნალისტებს ეხმარებოდნენ.
„სხვებთან ერთად კოორდინაციაში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საკითხი მოგვარდეს“, — აცხადებს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო.
ნატალია ანთელავა ტვიტერზე წერს, რომ უკიდურესად არის შეშფოთებული ენდრიუ ნორსის უსაფრთხოების გამო და მოუწოდებს ყველას, ვისაც ეს შეუძლია, დაეხმაროს მის გათავისუფლებაში.
ენდრიუ ნორსი წლებია, მუშაობს ავღანეთში დასავლური მედიის კორესპონდენტად.