ახალი ამბებისაზოგადოება

სოლიდარობის ნაბიჯები

10 თებერვალი, 2022 • 1937
სოლიდარობის ნაბიჯები

ლია დეკანაძე და ნესტან ანანიძე თითქმის თანატოლები არიან. მათ ბევრი საერთო აქვთ – ორივემ ახლახან დაამთავრა უნივერსიტეტი, ორივე აქტივისტია, ორივე მშობლიურ მუნიციპალიტეტში, ხულოში დაბრუნდა და აპირებენ თავიანთი საქმიანობით ამ მხარეში ცვლილებებს შეუწყონ ხელი.

ლიას და ნესტანის საზოგადოებრივი აქტივობა სტუდენტობიდან დაიწყო. ისინი ქართველი მუსლიმების უფლებებს იცავდნენ და მათ ხილვადობას უწყობდნენ ხელს.

ექვსი თვის წინ მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ დააფუძნეს.

„პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრი ვარ. პანდემიის გამო წელიწადნახევარი ხულოდან ვსწავლობდი, სწავლის დასრულების შემდეგაც აქ დავრჩი. საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობ თარჯიმნად. ძირითადი სამსახურის გარდა სხვადასხვა საქმეებში ვარ ჩართული. მეგობრებთან ერთად დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“.- ლია დეკანაძე.

 წაიკითხეთ სტატია სრულად >> https://spark.adobe.com/page/73X3bmnjn5UoR/

 


სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის ფარგლებში

მასალების გადაბეჭდვის წესი