ახალი ამბები

ოთარ დანელია ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა

9 თებერვალი, 2022 • 1068
ოთარ დანელია ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

ოთარ დანელია სხვადასხვა დროს იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ხოლო დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი