ახალი ამბები

StopCov-ის ფონდში 5 მილიონი ლარია მობილიზებული

24 მარტი, 2020 • 1182
StopCov-ის ფონდში 5 მილიონი ლარია მობილიზებული

ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, StopCov ფონდში ამ ეტაპზე აკუმულირებულია 5 მილიონი ლარი.

StopCov-ის ფონდი შექმნილია ბიზნესომბუდსმენის აპარატის კერძო სექტორთან კოორდინაციით პლატფორმის ფარგლებში და ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს, შეუძლია თანხა ჩარიცხოს კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების ხელშესაწყობად.

“არაერთმა მოქალაქემ და ათეულობით კომპანიამ მოგვამრთა სურვილით, დახმარებოდნენ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ერთაინი ფონდი, რომლის მიზანია, ასეთი ტიპის დახმარებების აკუმულირება მოხდეს ერთ ფონდში. დღეისთვის ფონდში აკუმულირებულია დაახლოებით 5 მლნ ლარი და აქტივობა საკმაოდ მაღალია. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები და პასუხისმგებლიანი ბიზნესი ასე კარგად თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, ფონდში შემოსული თანხმების ხარჯვა გამჭვირვალედ მოხდება და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია, კონკრეტულად რაში დაიხარჯა ეს თანხები.

ამ თემაზე:

კორონავირუსის წინააღმდეგ 3 მლნ ლარს გავიღებთ – მაგთი

მასალების გადაბეჭდვის წესი