ახალი ამბები

ყოვლისშემძლის შთაბეჭდილება დავტოვე, რომ საათ-ნახევარში შემიძლია გავათავისუფლო სააკაშვილი – მელია

8 თებერვალი, 2022 • 1550
ყოვლისშემძლის შთაბეჭდილება დავტოვე, რომ საათ-ნახევარში შემიძლია გავათავისუფლო სააკაშვილი – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო წლებში ყოვლისშემძლის შთაბეჭდილებას ტოვებდა და სწორედ ამიტომ, საზოგადოების ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან სწრაფად გაათავისუფლებდა.

ამის შესახებ მელიამ “მთავარ არხზე” განაცხადა, სადაც ისაუბრა ენმ-ის მხარდამჭერების ნაწილში მის მიმართ უკმაყოფილებაზეც.

მელიას თქმით, არ მოუსმენია მისი ხედვის ალტერნატიული წინადადება და კრიტიკა მხოლოდ სოციალურ ქსელში ხვდება.

“იმას ვაცნობიერებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დავტოვე შთაბეჭდილება, რომ ყოვლისშემძლე ვარ, რომ შემიძლია საათ-ნახევარში გავათავისუფლო მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი და ამ იმედგაცრუების და წყენის სუბლიმაცია არის ის, რაც ხდება ახლა საზოგადოების ნაწილში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, პარტიისთვის ცუდი რომ უნდოდეს, მაშინ ენმ-ის თავმჯდომარეობიდან გადადგებოდა.

“თუ ახლა პარტიისთვის ცუდი მინდა, ლეგიტიმური საფუძველი მაქვს და მსოფლიოში ვერავინ მომედავება, რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ ” უი, იქ რაღაც 300 ადამიანი ხართ, რომელიც უკმაყოფილო ყოფილხართ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და მოდით, პარტიის რიგით წევრად დავრჩები…” თუ რამე იქნება ღალატი, ეს იქნება და მერე რა?! გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება?! მხარდაჭერა გაიზრდება?! თუ რა შეიცვლება?!” – განახადა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი