ახალი ამბები

პასუხისმგებლობას ვიღებ, „ოცნებასთან“ შემდეგ ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოვალთ – მელია

8 თებერვალი, 2022 • 2840
პასუხისმგებლობას ვიღებ, „ოცნებასთან“ შემდეგ ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოვალთ – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას იღებს „ქართულ ოცნებასთან“ შემდეგი „ორთაბრძოლის“ მოგებაზე. ამის შესახებ მელიამ „მთავარი არხის“ეთერში განაცხადა.

მელიამ ვრცლად ისაუბრა იმ ვითარებაზე, რაც პარტიაში დახვდა და მის მიერ დაწყებულ ცვლილებებზე, რომელსაც ენმ-ის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

მისი თქმით, ახლა გამოსავალი არის სტრატეგიული თმენა და პარტიაში ბევრი ახალი ადამიანის მოზიდვა.

როგორც მელია ამბობს, ახალი არჩევნებისთვის მზადება ყოველდღე უნდა მიმდინარეობდეს.

„სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ შემდეგი რა ტიპის ორთაბრძოლაც არ უნდა მოგვიწიოს „ქართულ ოცნებასთან“, ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ. იმიტომ, რომ როგორც არასოდეს, ვართ მოტივირებული, როგორც არასოდეს, გვჯერა წარმატების. იმიტომ, რომ პარტიას თუ გუნდს არ აქვს ზურგი…“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი